საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

20 დეკემბერი 2017

კავკასიის უნივერსიტეტი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავთან დაკავშირებით 2018 წლის 31 მაისს - 1 ივნისს ატარებს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზე: „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (პირველი რესპუბლიკა:1918–1921 წწ.) – ახალი ეპოქის დასაწყისი“.

 

კონფერენციის მიზანია

 

  • ხელი შეუწყოს საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი პერიოდის შესახებ უახლესი კვლევების გაცნობას
  • საქართველოს, როგორც საერთაშორისო აქტორის როლის წარმოჩენას
  • საკითხის მკვლევართა დაინტერესებას
  • მკვლევარებს შორის საერთაშორისო კავშირების დამყარებასა და შემდგომი პროექტების  გახორციელებას

 

კონფერენციის თემა მოიცავს კვლევებს შემდეგი მიმართულებით:

 

  • ისტორია
  • სამართალი
  • ეკონომიკა
  • განათლება
  • მეცნიერება
  • კულტურა

 

კონფერენციის სამუშაო ენები

 

ქართული და ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი).

 

კონფერენციაზე მომხსენებელთა შერჩევა

 

კონფერენციაზე მომხსენებლები შეირჩევიან წარმოდგენილი აბსტრაქტების მიხედვით. საკონფერენციო ნაშრომის აბსტრაქტში წარმოდგენილი უნდა იყოს ნაშრომის არსი, კვლევის მეთოდოლოგია, კვლევის შედეგები. საკონფერენციო ნაშრომის აბსტრაქტის მოცულობა უნდა შეადგენდეს 300–500 სიტყვას.

 

მომხსენებელთა რეგისტრაციის, აბსტრაქტისა და მოხსენების წარმოდგენის ფორმა

 

კონფერენციაზე მომხსენებლობის მსურველების მიერ გამოგზავნილი მოხსენების აბსტრაქტებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი, შემდეგ კი მეორე ეტაპზე გადასულმა მონაწილეებმა, არაუგვიანეს 5 აპრილის 18:00 საათისა, უნდა გამოაგზავნონ საბოლოო ნაშრომები და Power Point პრეზენტაციები.

საკონფერენციო მასალები მიიღება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: conference@cu.edu.ge

 

საკონფერენციო მოხსენება

 

საბოლოო ნაშრომის მოცულობა  უნდა შეადგენდეს 1700 - 2500 სიტყვას (A4 ფორმატის ფურცელი, შრიფტი - ქართული უნიკოდი (Sylfaen), ინგლისურ ენაზე – Times News Roman, შრიფტის ზომა - 11, სტრიქონებს შორის დაშორება - 1,5; ფურცლის კიდეებიდან დაშორება: მარცხნივ - 3, მარჯვნივ - 1,5, ზემოთ და ქვემოთ - 2,5). მოხსენება უნდა მოიცავდეს შესავალს, ძირითად ნაწილს, დასკვნებსა და დამოწმებული ლიტერატურის სიას (APA-ს სტილით). მოხსენებას ქართულ ენაზე თან უნდა ახლდეს  რეზიუმე ინგლისურ ენაზე.

 

რეგლამენტი

 

მოხსენება - 15 წუთი

დისკუსია - 5 წუთი

 

მოხსენების სტრუქტურა

 

  • სათაური
  • საკითხის აქტუალობა
  • მეთოდოლოგია
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • ძირითადი ტექსტი
  • დასკვნა
  • ბიბლიოგრაფია          

 

აბსტრაქტებსა და საბოლოო ნაშრომს თან უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის პირადი მონაცემები:

 

  • გვარი, სახელი
  • ორგანიზაცია, სამეცნიერო ხარისხი და თანამდებობა
  • ტელეფონი (მობილური)
  • E-mail

 

კონფერენციის მოხსენებები დაიბეჭდება წიგნად.

სტატიები დაიბეჭდება წარმოდგენილი სახით. ნაშრომებში გამოთქმულ მოსაზრებებსა და დასკვნებზე პასუხისმგებელია ავტორი.

                                

მნიშვნელოვანი თარიღები

 

  • კონფერენციის გამოცხადება: 2017 წლის 25 დეკემბერი
  • მოხსენებების აბსტრაქტების მიღება: 2018 წლის 15 იანვრიდან - 2018 წლის 15 თებერვლის ჩათვლით
  • აბსტრაქტების შეფასება/შერჩევა და შერჩეული ავტორების ინფორმირება: 2018 წლის 15 მარტი
  • სრული მოხსენებების და პრეზენტაციების ჩაბარება: 2018 წლის 5 აპრილი
  • კონფერენციის თარიღი: 2018 წლის 31 მაისი – 1 ივნისი

 

ვადების დარღვევით შემოსული მასალები არ განიხილება.

 

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის საკონტაქტო რეკვიზიტები:

მისამართი: თბილისი, პ. სააკაძის ქუჩა N1, კავკასიის უნივერსიტეტი, ოთახი D48.

 

საკონტაქტო პირები:

 

თეიმურაზ ხუციშვილი

კავკასიის უნივერსიტეტი, პროფესორი

 

ტელ: + 995 32 2 377777

მობ: +995 595 33 72 62

ელ.ფოსტა: tkhutsishvili@cu.edu.ge

გურანდა ჭელიძე

კავკასიის უნივერსიტეტი, პროფესორი

 

ტელ: + 995 32 2 377777

მობ: +995 599 58 27 22

ელ.ფოსტა: gchelidze@cu.edu.ge