მობილობა 2017-2018 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

18 თებერვალი 2018

კავკასიის უნივერსიტეტი აცხადებს მობილობას 2017-2018 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის.

 

პროგრამების, ვაკანტური ადგილებისა და ფასების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე და ელექტრონულ პორტალზე: students.eqe.ge.

 

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: 577038177 ან ელ.ფოსტაზე: mtsibadze@cu.edu.ge და მოგვაწოდეთ მობილობის პირველი ეტაპისათვის საჭირო შემდეგი დოკუმენტები:

 

  1. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
  2. სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა ბრძანების სათანადოდ დამოწმებული ასლები
  3. ნიშნების ფურცელი
  4. პირადობის ასლი
  5. ატესტატის ასლი (მაგისტრებისათვის ბაკალავრის დიპლომის ასლი, დოქტორებისათვის - მაგისტრის დიპლომის ასლი)
  6. სამხედრო მიწერილობის ასლი (ვაჟებისთვის)
  7. ორი ფოტოსურათი 3/4 (+ ელექტრონული ვერსია ჩაწერილი CD-ზე)
  8. ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ (უნდა აიღოთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში, ალექსიძის ქ. #1)

 

საბუთების მიღება და გასაუბრებები იწარმოებს 22 იანვრიდან

 

მობილობის წესები და პროცედურები იხილეთ ბმულზე.