სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია

2 აპრილი 2017

2 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ’’სადოქტორო დისერტაციების ხარისხის ამაღლება, როგორც ქვეყნის ინოვაციური პოტენციალის ზრდის შესაძლებლობა’’.

 

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართული და უცხოური უნივერსიტეტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს, ’’ერაზმუს +’’ – ის საქართველოს ეროვნული ოფისის, მენეჯმენტის უმაღლესი აკადემია ’’UniMan’’ – ისა და ინოვაციების და კომერციალიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები.

 

კონფერენცია გაიმართება საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.

 

კონფერენციის დღის წესრიგი.