კორვინუსის უნივერსიტეტის სტიპენდიები

15 იანვარი 2020

გაცნობებთ, რომ კორვინუსის უნივერსიტეტი,უნგრეთი (Corvinus University, Hungary) იწყებს განაცხადების მიღებას სამეცნიერო/კვლევითი სტიპენდიების მოსაპოვებლად.



სტიპენდიას გასცემს ამავე უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილი კორვინუსის  განვითარებული კვლევების ინსტიტუტი(Corvinus Institute for Advanced Studies),რომლის ფუნდამენტურ მიზანს ინსპირაციული და შემოქმედებითი ინტელექტუალური საზოგადოების შექმნა წარმოადგენს. 



სამეცნიერო სტიპენდიის მიღების კრიტერიუმები:

  • დოქტორის ხარისხი ან მასთან გათანაბრებული გამოცდილება;
  • საერთაშორისოდ აღიარებულ ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატიები;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • შემოთავაზებული საქმიანობის(კვლევა, ლექციების ჩატარება) დეტალური აღწერა;
  • ჯანმრთელობის ცნობა;

 


შემოთავაზებული პროგრამის სტანდარტული ხანგრძლივობა შეადგენს ერთ ან ორ სემესტრს (5-10 თვე).



სტიპენდიის ოდენობა დამოკიდებულია შერჩეული პროგრამაზე, აღნიშნული მერყეობს 500 დან 3000 ევრომდე. 



სტიპენდია მოიცავს:

  • საცხოვრებელს;
  • მოგზაურობის ღირებულება,
  • დაზღვევა,
  • ოჯახის დახმარება (მეუღლის ან /და ბავშვის)
  • დამატებით ყოველდღიურ თანხას


დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაიაროთ ელექტრონული რეგისტრაცია მოცემულ ბმულზე



სტიპენდიაზე განაცხადის შეტანის ბოლო ვადა: 15 იანვარი, 2020. 



დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ეწვიოთ პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდს ან დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელქტრონულ ფოსტაზე: cias@uni-corvinus.hu