AUAP-Zhengzhou University Scholarship 2017

15 ივნისი 2017

გაცნობებთ, რომ ჯენჯოუს უნივერსიტეტი, ჩინეთი (Zhengzhou University) და აზიისა და წყნარი ოკეანის უნივერსიტეტების ასოციაცია,  მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის აცხადებს კონკურსს სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად.  

 

მონაწილეობის წინაპირობა:

 

  • ბაკალავრიატის/მაგისტრატურის დიპლომი
  • მაღალი აკადემიური მოსწრება
  • ავიაბილეთებზე და ყოველდღიურ ხარჯებზე პასუხისმგებლობის აღება

 

სტიპენდია ფარავს:

 

  • სწავლის საფასურს
  • საცხოვრებლის ხარჯებს
  • აეროპორტიდან ტრანსფერს

 

საჭირო დოკუმენტაცია:

 

  • სააპლიკაციო ფორმა
  • დიპლომი 
  • ნიშნების ფურცელი 
  • სასწავლო გეგმა ან კვლევითი პროექტი 
  • 2 სარეკომენდაციო წერილი 
  • IELTS სერტიფიკატი (მინიმუმ 6.5) 
  • ცნობა ნასამართლობის შესახებ
  • ფორმა 100 (ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ) 

 

შენიშვნა: ყველა დოკუმენტი წარმოდგენილი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე.

 

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ივნისი, 2017 (ტაილანდის დროით) 

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ პროგრამის კოორდინატორს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: auapscholarship@gmail.com

 

გისურვებთ წარმატებებს!