New Europe College Fellowships

7 დეკემბერი 2017

გაცნობებთ, რომ ახალი ევროპული კოლეჯი, ბუქარესტი, რუმინეთი (New Europe College), ახალგაზრდა მკვლევარებისთვის და აკადემიური პერსონალისთვის, რომლებიც მუშაობენ ეკონომიკური, ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულებებით, აცხადებს კონკურსს, კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 
აუცილებელი წინაპირობა:
 
  • კონკურსანტს უნდა ჰქონდეს დოქტორის აკადემიური ხარისხი
 
ყოველთვიური სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 750 ევროს. 
 
გარდა ყოველთვიური სტიპენდიისა, პროგრამა სრულად ფარავს შემდეგ ხარჯებს:
 
  • საცხოვრებელი
  • ტრანსპორტირება
  • კვლევითი ტური
 
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 7 დეკემბერი, 2017. 
 
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ შემდეგ ბმულს
გისურვებთ წარმატებას!