ემორის სამართლის სკოლის (Emory Law School,Atlanta, Georgia USA) საზაფხულო პროგრამა

15 მარტი 2017

კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა აცხადებს სტუდენტების მიღებას ემორის სამართლის სკოლის  (Emory Law School,Atlanta, Georgia USA) საზაფხულო პროგრამაზე.

 

პროგრამის დაწყების თარიღია 2017 წლის 4 ივლისი  3 კვირიანი პროგრამისთვის და 11 ივლისი 2 კვირიანი პროგრამისთვის.

 

საზაფხულო პროგრამაში შემავალ 
სასწალო კურსებს გაუძღვებიან  ამერიკაში ერთ-ერთი პრესტიჟული და მაღალრეიტინგული ემორის უნივერსიტეტის, მაღალკვალიფიციური პროფესორები.

 


პროგრამის ფარგლებში ემორის საზაფხულო სკოლა სტუდენტებს ასევე სთვაზობს სასწავლო ტურებს, პრაქტიკულ სემინარებსა და ექსკურსიებს ქ. ატლანტაში. 
პროგრამის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ემორის უნივერსიტეტის სერტიფიკატები. 
ემორის საზაფხულო სკოლის პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს, შესაძლებლობა აქვთ, ემორის უნივერსიტეტში გავლილი სასწავლო კურსი/კურსები ჩაეთვალოთ კრედიტად/კრედიტებად კავკასიის უნივერსიტეტში დადგენილი წესისა და პროცედურების შესაბამისად. 


 

კანდიდატებს განაცახდების წარმოდგენა შეუძლიათ ელექტრონული ფორმით 2017 წლის 15 თებერვლის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: ir@cu.edu.ge; კანდიდატმა ელ-ფოსტის სათაურში უნდა მიუთითოს პროგრამის დასახელება - “Emory Summer School”.

 

დამატებითი ინფორმაცია ემორის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობის  შესახებ იხილეთ ბმულზე.

დანართი #1

დანართი #2

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდით ქ-ნ სოფო შენგელიას, სამართლის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორს:

 

სოფიო შენგელია
ტელ.: (+995 32) 2 37 77 77 / 194
მობ: (+995) 599 777 104 
ელ-ფოსტა: sshengelia@cu.edu.ge

 

გისურვებთ წარმატებებს!