წარმატების ისტორია

    ანჩა გაიე

    კავკასიის უნივერსიტეტი

მე ვარ ანჩა გაიე, კავკასიის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი. მე ვარ გამბიიდან. მსურს გავიგო და ვისწავლო საუკეთესო სტრატეგიული ინსტრუმენტები და ტექნიკა ბიზნესის და ადმინისტრაციის სფეროში.  ჩემი სასწავლო პროგრამა ხასიათდება ზოგადი დანიშნულების და საერთაშორისო კოლორიტით და მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა ბიზნეს მოდელირება, საინფორმაციო ტექნოლოგია და გადაწყვეტილების სტრატეგია და გლობალური პორტფელის მენეჯმენტი, განსაკუთრებული აქცენტით რეალური პრობლემების ანალიზზე.

კურსის განმავლობაში სემინარებში მონაწილეობა და დამხმარე გარემოში ჩატარებული ზედამხედველობითი კვლევებით პროგრამა, საშუალებას მაძლევს ვისწავლო, როგორც თეორიული, ასევე გამოყენებითი ბიზნესი. აქტივობები იმართება სტუდენტების ინტენსიური და მუდმივი მონაწილეობის სტიმულირებისთვის, მათ შორის სასწავლო ორგანოსთან უშუალო და პერსონალიზირებული ურთიერთობის გზით.

მე საშუალება მაქვს ვისწავლო იმდენი სააპლიკაციო პროგრამა, რამდენიც მინდა. კურსის აგებულება, მე და ყველა სხვას, აიძულებს დაეუფლონ ეფექტური ბიზნეს კომუნიკაციისა და კორესპონდენციის ჩატარებას. ამაზე უკეთესი ვერაფერი იქნება, რადგან ეს სტუდენტებს მთელ მსოფლიოს გარშემო თავს განსხვავებულად აგრძნობინებს.

ჩემს საუნივერსიტეტო სასწავლო პროცესში ასევე გამორჩეულია ის, რომ გვესაჭიროება კარგად დაწერილი პროექტის წარდგენა ყველა კურსზე, რომელსაც მე ვესწრები, ეს ვალდებულება მაძლევს საშუალებას მივიღო საუკეთესო გამოცდილება, სანამ დისერტაციის წერის დონემდე მივალ.


ჰადის საფარი 

კავკასიის უნივერსიტეტი

 

დაგეგმარება სისხლში მაქვს, ყოველთვის წინასწარ ვგეგმავდი ჩემი ცხოვრების კვირებს, თვეებს ან ზოგჯერ წლებსაც, სანამ რეალურად გავაკეთებდი რამეს. მაგრამ ცხოვრებამ დამანახა, რომ თავად სიცოცხლე ხდება მაშინ, როდესაც არ გეგმავს მას. კავკასიის უნივერსიტეტში მოსვლა ამის ერთ-ერთი მაგალითია. გასულ  თებერვალში ვიყავი ბიზნესის სკოლის მე-4 სემესტრის სტუდენტი, თეირანის უნივერსიტეტში და ვსწავლობდი გერმანულს, შემდეგ გერმანიაში სამაგისტროზე სასწავლებლად რომ შემეძლო წასვლა. ჩვეულებრივ, ხუთშაბათს ღამე, როდესაც ვამოწმებდი ჩემს ელექტრონულ ფოსტას, მივიღე სტიპენდიის შემოთავაზება თბილისში, კავკასიის უნივერსიტეტში, სასწავლებლად. მალევე გადავწყვიტე შემოთავაზებაზე დავთანხმებულიყავი და ამ გადაწყვეტილებამ შეცვალა ჩემი ცხოვრება, ერთ კვირაში მე მზად ვიყავი ჩემი მოგზაურობის დასაწყებად, ასეთი გეგმები არასდროს მქონია! თითქმის 4 თვე გავიდა და მე ვარ CU-ს სტუდენტი. ჩემში ბევრი რამ შეიცვალა უკეთესობისკენ, მაგრამ მთავარია ვისწავლე, რომ "ცხოვრება ხდება მაშინ, როდესაც შენ სხვა გეგმებს აწყობ".