ჩამომსვლელი სტუდენტები

მოგესალმებით ძვირფასო საერთაშორისო სტუდენტებო. მოხარულნი ვართ, რომ საქართველოში, კონკრეტულად, CU-ში გსურთ სწავლა. ჩვენს CU ოჯახში გაწევრიანებით, თქვენ გაქვთ საუკეთესო შესაძლებლობა:

 

  • ისწავლოთ კავკასიის რეგიონის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში
  • მიიღოთ ხარისხიანი განათლება
  • გამოსცადოთ სხვადასხვა სასწავლო გარემო და სწავლების მეთოდი
  • ჩაერთოთ მრავალფეროვან სტუდენტურ ცხოვრებაში
  • ჩაეფლოთ მდიდარ ქართულ კულტურაში  

 

საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტი დაგეხმარებათ კავკასიის უნივერსიტეტში გაცვლითი სტუდენტის სტატუსის მიღების პროცესში. თუ რაიმე კითხვა გექნებათ, გთხოვთ მოგვმართოთ ელექტრონულ ფოსტაზე: ir@cu.edu.ge