სიახლეები

05
ივლ
კავკასიის უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი რედბაუდის უნივერსიტეტში

1-5 ივლისს, Erasmus+ ის ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებისა და მშვიდობის კვლევის ინსტიტუტის მენეჯერი, ციცი ჩუბინიძე, რედბაუდის უნივერსიტეტს ეწვია

05
ივლ
კავკასიის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის ვიზიტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში

1-5 ივლისს, ლილის კათოლიკურმა უნივერსიტეტმა, საფრანგეთი (Lille Catholic University, France) ერაზმუს +ის ადმინისტრაციული პერსონალის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში  კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლებს უმასპინძლა.

05
ივლ
სახელმწიფო მართვის სკოლის, სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ასმათ ნასყიდაშვილის მობილობა რედბაუდის უნივერსიტეტში

1-ელ, 5 ივლისს, ევროკომისიის დაფინანსებადი პროგრამის (Erasmus+ Mobility program) ფარგლებში, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლისა და რედბაუდის უნივერსიტეტს, ჰოლანდია (Radboud University, Netherlands) შორის არსებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოქმედებს, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის, სადოქტორო პროგრამის სტუდენტმა, ასმათ ნასყიდაშვილმა მონაწილეობა მიიღო 1 კვირიან საზაფხულო სკოლაში (Radboud Summer School) და დაესწრო სალექციო კურსს - „აკადემიური წერის უნარების სრულყოფა “.

08
ივლ
ie ბიზნესის სკოლის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

8 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტს ie ბიზნესის სკოლის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის საერთაშორისო განვითარების დეპარტამენტის ასოცირებული დირექტორი სათი ბოიაჯანი (Sati Boyajyan) ეწვია.

04
ივლ
იტალიელი პროფესორების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში
4 ივლისს, კავკასიის სამართლის სკოლამ იტალიის უნივერსიტეტების პროფესორებს, ფედერიკა დე რობერტისა (Prof. Federica De Robertis) და ანდრეა ბორონის (Prof. Dr. Andrea Borroni) უმასპინძლა.
03
ივლ
ვესმისტერის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი

3 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ვესმისტერის უნივერსიტეტის (Westminster University, London, UK) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

28
ივნ
პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

23-28 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერობებისა და პროექტების დეპარტამენტმა პარტნიორი უნივერსიტეტების: ტუშას უნივერსიტეტისა (University of Tuscia) და ესტონეთის ბიზნესის სკოლის (Estonian Business School,Estonia) წარმომადგენლებს უმასპინძლა.

10
ივნ
ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

10 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ბენილუქსის ქვეყნებში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტს ლუკ პეისონს (Luc Pysson) უმასპინძლა.

07
ივნ
კახა შენგელიას ვიზიტი კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტში

3-7 ივნისს, კატოვიცეს ეკონომიკის უნივერსიტეტი (University of Economics in Katowice), კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, კახა შენგელიას Erasmus+ ის კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში მასპინლობს.

28
მაი
კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორის სამუშაო ვიზიტი ავსტრიაში

24-28 მაისს, ერაზმუს+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით ავსტრიაში, ქალაქ გრაცში, იოანიუმის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (FH JOANNEU, University of Applied Sciences, Austria) იმყოფებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, მარია ღლონტი.