მედიის სკოლის სტუდენტები ახალი სატელევიზიო პროექტ „პილოტის“ გამარჯვებულები არიან

11 იანვარი
ისინი 1500 აპლიკანტს შორის შეირჩნენ და 2 ტურიანი ურთულესი კასტინგის შემდეგ, 30 საუკეთესო სტუდენტს შორის დარჩნენ.

CSM–ელ მარიამ ყანჩაველს, ნინო იმნაიშვილს, ელენე გვასალიას და ნინო კვირკვიას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ნიკა ხურცილავაც შეუერთდა. ასე რომ, გუნდი, სახელად "რეისი #2235!", 5 წევრისგან შედგება.

პირველი გადაცემის მზადება უკვე დაიწყო. პროექტი 17 აპრილიდან, ყოველ შაბათ-კვირას 23:00 საათზე გავა ეთერში.

ამ ეტაპისთვის „პილოტში" 6 გუნდი მონაწილოებს. ფინალამდე 3 ტურია დარჩენილი. კონკურსს ყოველი ტურის ბოლოს 2 ყველაზე დაბალრეიტინგული ჯგუფი დატოვებს. ჯგუფების რეიტინგი ჟიურიზე და მაყურებლის SMS-ებზე იქნება დამოკიდებული. კავკასიის უნივერსიტეტი საკუთარი გუნდის აქტიურ მხარდაჭერას გეგმავს.

კავკასიის მედიის სკოლის ჯგუფის – "რეისი #2235!"–ის მხარდამჭერი SMS ნომერი მარტივი დასამახსოვრებელია. ნომერი გუნდის სახელშია მოცემული: 2235. SMS–ით მხარდაჭერის საშუალება გულშემატკივრებს პროექტის ეთერში გასვლის დღიდან მიეცემათ. პირველი ადგილის მფლობელი გუნდის წევრებს საზოგადოებრივი მაუწყებელი დაასაქმებს.

{phocagallery view=category|categoryid=197|limitstart=0|limitcount=0}