ევროკავშირისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესი

11 იანვარი
სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით, კავკასიის სამართლის სკოლის ლექტორის, ქალბატონი ანა ტაბიძის ხელმძღვანელობით, II კურსის სტუდენტებმა (ბაქარ ფალავანდიშვილი, სანდრო სამადბეგიშვილი, ანა კოსტავა, თამარ ხარაზიშვილი), ევროკავშირისა და კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის იმიტირებულ სასამართლო პროცესში (Central and Eastern European Moot Court Competition) მიიღეს მონაწილეობა, რომელიც უკრაინაში, ქალაქ კიევში გაიმართა. პროცესზე, 17 ევროპის ქვეყნის 120-მდე ბაკალავრი, მაგისტრანტი და დოქტორანტი იყო წარმოდგენილი. სარჩელი და ზეპირი წარდგენა ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა. საქართველო შეჯიბრზე, ხუთმა უნივერსიტეტმა წარმოადგინა. პროცესს, ევროსასამართლოს მთავარი მრჩეველი იურიდიულ საკითხებში, ქალბატონი ელეონორა შარფსტონი თავმჯდომარეობდა და 11 მოსამართლით დაკომპლექტებული კოლეგია ხელმძღვანელობდა, რომელთა შორის იყვნენ კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორები, მსოფლიოს წამყვანი იურიდიული ფირმების (Clifford Chance, DLA Pipers) მთავარი იურისტები. კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტებმა, 30 მონაწილე გუნდს შორის, მე-9 ადგილი დაიკავეს, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა, როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე ახალგაზრდა იურისტებით დაკომპლექტებული გუნდისთვის, ხოლო ერთ-ერთ მონაწილე, ანა კოსტავას საუკეთესო მომხსენებლის ტიტული მიენიჭა.