ბერლინის მენეჯმენტისა და ტექნოლოგიის ევროპული სკოლის წარმომადგენლის ვიზიტი

29 მაისი 2019

29 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტმა ბერლინის მენეჯმენტისა და ტექნოლოგიის ევროპული სკოლის (European School of Management and Technology – ESMT) აკადემიური პროგრამების ასოცირებულ დეკანს, ნიკ ბარნივილს (Nick Barniville) უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მელუასთან. მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები და შეთანხმდნენ სტუდენტების გაცვლასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა კავკასიის ბიზნესის სკოლის ბალაკავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ ESMT-ის სამაგისტრო პროგრამებისა და საჭირო პროცედურების შესახებ.

 

აღსანიშნავია, რომ ბერლინის მენეჯმენტისა და ტექნოლოგიის ევროპული სკოლის სამაგისტრო პროგრამებს წამყვანი ადგილი უჭირავს საერთაშორისო რეიტინგებში და აქვს სამმაგი საერთაშორისო აკრედიტაცია (AACSB, AMBA და EQUIS).