პროფესორ ბერნარდ მუზიკის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

14 დეკემბერი 2018

10-14 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ფრედერიკის უნივერსიტეტიდან, კვიპროსი(Frederick University, Cyprus), პროფესორ ბერნარდ მუზიკს უმასპინძლა. ვიზიტი ერაზმუს+ ის აკადემიური პერსონალის მობილობის ფარგლებში დაიგეგმა.

 

მოწვეულმა ლექტორმა, კავკასიის ეკონომიკის სკოლისა და კავკასიის ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებს სალექციო კურსი შესთავაზა ევროკავშირის გლობალურ სავაჭრო ურთიერთობებსა და ინოვაციებზე.

 

ფრედერიკის უნივერსიტეტი, ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის (International Credit Mobility – ICM) პროგრამის ფარგლებში, კავკასიის უნივერსიტეტის კიდევ ერთი ახალი პარტნიორია. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობებებს.