აიბი მთიების მოსწავლეების პრეზენტაციები

5 დეკემბერი 2017

5 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში სკოლა აიბი მთიების მოსწავლეებმა პრეზენტაციები ჩაატარეს. ეკონომიკა, გეოგრაფია, ისტორია და პოლიტოლოგია - ამ საკითხებზე სკოლის მოსწავლეებმა აუდიტორიასა და კომისიას წინასწარ მომზადებული თემები წარუდგინეს.

 

კომისიის წევრები იყვნენ: ვანო ბენიძე (ეკონომიკა), გურანდა ჭელიძე (ისტორია და პოლიტოლოგია), ლევან წიქარიშვილი (გეოგრაფია). კომისიის წევრებმა პრეზენტატორებს რეკომენდაციები მისცეს.