კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანის ვიზიტი ლუბლიანაში

6 ივლისი 2018

2-6 ივლისს, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი, იოსებ ბერიკაშვილი ერაზმუს+ აკადემიური მობილობის ფარგლებში ლუბლიანის უნივერსიტეტში იმყოფებოდა.

 

Erasmus + International Staff Week 2018-ის ფარგლებში, ლუბლიანის უნივერსიტეტის, სლოვენია, (University of Ljubljana) ეკონომიკის ფაკულტეტმა, 7 ქვეყნის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, კანადა, დომინიკის რესპუბლიკა, საქართველო, რუსეთი და სამხრეთ აფრიკა) 18 წარმომადგენელს უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, დეტალურად განიხილებოდა ერაზმუს+ ის პროგრამები და საზაფხულო სკოლები. ტრენინგები ჩატარდა სპეციალური სწავლის გამოცდილებაზე, სწავლების მეთოდიკაზე და სხვადასხვა თემებზე, რაც, დადებით გავლენას მოახდენს კულტურული ცნობიერების ამაღლებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე.

 

მნიშვნელოვანია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის დეკანი, იოსებ ბერიკაშვილი, ლუბლიანას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დეკანს მეტკა ტეკავჩიჩს შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა კვლევების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იოსებ ბერიკაშვილი ლუბლიანას უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის საზაფხულო სკოლის გახსნას დაესწრო და პროფესორებთან ერთად სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დასახა.