საზაფხულო სკოლა „ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა“

29 აგვისტო 2017

20-23 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტის ბათუმის ფილიალში ჩატარდა სახელმწიფო მართვის სკოლის (CSG) საზაფხულო სკოლა თემაზე: “ევროკავშირი: მიმდინარე საკითხები და პოლიტიკა”

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა 24 სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტიდან. სკოლის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები:

 

  • ევროკავშირის ინსტიტუციური არქიტექტურა;
  • ევროკავშირის ტრანსფორმაციული ძალა და მისი სამეზობლო პოლიტიკა;
  • ევროკავშირის პოლიტიკური დღისწესრიგის „ცხელი“ თემები;
  • ევროკავშირის ურთიერთობები აღმოსავლეთის პარტნიორებთან;
  • ევროკავშირთან დაახლოებისთვის (approximation) საჭირო რეფორმები;
  • ევროპული საბჭოს ფარგლებში მოლაპარაკებების პროცესის სიმულაცია.

 

სკოლას უძღვებოდა ჟან მონეს პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორი, სერგი კაპანაძე. მონაწილეებს გადაეცათ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.