CSL სტუდენტი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული პროექტების გამარჯვებულია

11 ივლისი 2019

6 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიული კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული ორი პროექტის ,,სამართალი და პოლიტიკა" და ,,გაიცანი პარლამენტი და გახდი ხალხის წარმომადგენელი" ფარგლებში, საუკეთესო შედეგების მქონე მონაწილეებმა წარმოადგინეს მოხსენებები აქტუალურ და პრობლემურ თემებზე.

 

თითოეულ მომხსენებელს აფასებდა კომპეტენტური ჟიური. ჟიურის წევრთა შეფასებების მიხდევით გამოვლინდნენ  გამარჯვებულები, მათ შორის კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტი ლილე სიბაშვილი, თემით: ,,ეროვნული/ეთნიკური უმცირესობების დაცვის სამართლებრივი ასპექტები და მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში".

 

გამარჯვებულებს გადაეცათ სერტიფიკატი ორ ნომინაციაში:

 

  • ,,საუკეთესო დელეგატი“
  • ,,საუკეთესო სპიკერი“

 

მათ ასევე გადაეცათ სრული პაკეტი ცენტრის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ პროექტებზე, უსასყიდლოდ მონაწილეობის გარანტად გამარჯვებულებს შესაძლებლობა მიეცემათ ჩაერთონ წამყვან მედია-პროგრამებში.

 

გამარჯვებულები შეძლებენ ოფიციალური შეხვედრის ფორმატში, უმასპინძლონ უცხოელ დელეგატებს, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს, უფლებამოსილ პირებს USAID-დან და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.