CST-ის პროფესორი წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერია

13 ოქტომბერი 2018

კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი, კიბერუსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელი, მაქსიმ იავიჩი 2018 წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერად დასახელდა.

 

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2018 წლის კონკურსში „ჯილდო წლის საუკეთესო ახალგაზრდა მეცნიერთა და მეცნიერთა ჯგუფებისთვის“ განაცხადი 22-მა პრეტენდენტმა წარადგინა, საინჟინრო მეცნიერებების მიმართულებით მოღვაწე ახალგაზრდა მეცნიერთა შორის მაქსიმ იავიჩს საუკეთესოს ტიტული ერგო.

 

კონკურსი იმართება საქართველოს და საერთაშორისო მკვლევართა წახალისების, მათი აქტიური, ნაყოფიერი მოღვაწეობისა და ჩართულობისთვის მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. ამასთან, გაწეული განსაკუთრებული მიღწევების დაფასებისთვის, საქართველოს მეცნიერებისა და ჩვენი ქვეყნის შესახებ კვლევების პოპულარიზაციისათვის.