კავასიის უნივერსიტეტმა დედოფლისწყაროს სასწავლო ცენტრ ,,სპექტრის’’ აბიტურიენტებს უმასპინძლა

11 მაისი 2017

11 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ დედოფლისწყაროს სასწავლო ცენტრ „სპექტრის“ აბიტურიენტები. სტუმრებს უმასპინძლა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ. შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სკოლების დეკანები. აბიტურიენტებმა ინფორმაცია მიიღეს მათთვის საინტერესო საკითხებზე.

 

შეხვედრის შემდგომ აბიტურენტებისთვის მოეწყო ექსკურსია საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში. პრეზიდენტის ატმინისტრაციამ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.