ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის აღმასრულებელი დირექტორის ვიზიტი

30 მაისი 2018

30 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში ვიზიტით იმყოფებოდა ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის აღმასრულებელი დირექტორი და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე, გერი ჯეიკობსი.

 

გერი ჯეიკობსი კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრებს შეხვდა და აკადემიის საქმიანობის შესახებ ესაუბრა. მან შეხვედრაზე ყურადღება განათლების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

 

ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემიის აღმასრულებელმა დირექტორმა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ერთად კამპუსი დაათვალიერა და კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტებს შეხვდა.

 

ხელოვნებისა და მეცნიერების მსოფლიო აკადემია (The World Academy of Art & Science, WAAS) — საერთაშორისო არასამთავრობო სამეცნიერო და სახელოვნებო ორგანიზაციაა, რომელიც მოიცავს თანამედროვე მეცნიერების ყველა ძირითად მიმართულებას (საბუნებისმეტყველო, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები) და ხელოვნების სხვადასხვა სფეროს.