კონფერენციის ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია

22 სექტემბერი 2018

22 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენციის „ახალი ეპოქის დასაწყისი - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“ ნაშრომების კრებულის პრეზენტაცია გაიმართა.

 

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცეპრეზიდენტმა, როინ მეტრეველმა მიმართეს.

 

წიგნის პრეზენტაცია, მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალისა და კავკასიის უნივერსიტეტის დაარსების 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. 

 

აღსანიშნავია, რომ 1-2 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „ახალი ეპოქის დასაწყისი − საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921)“. მომხსენებლების ნაშრომები დაიბეჭდა და გამოიცა წიგნად კავკასიის უნივერსიტეტის მიერ. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავს ეძღვნებოდა.