ჰაკათონი Vitamins & Painkillers

11 მარტი 2018

11 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ აქსელერატორ C10-ის ორგანიზებით, ჩატარდა ჰაკათონი Vitamins & Painkillers. ბიზნესმოდელის შემუშავებასა და პროტოტიპების შექმნაში მონაწილეებს, მთელი დღის მანძილზე, ეხმარებოდნენ მენტორები; ინჟინერი, პროგრამისტი, მარკეტინგის სპეციალისტი და სხვა. 

 

მონაწილეებს შორის შეირჩა რამდენიმე სტუდენტი, რომლებიც გაემგზავრებიან ჩეხეთსა და პორტუგალიაში, ტრენინგებსა და ვორქშოფებზე დასასწრებად. ტრენინგები და ვორქშოფები ორგანიზებულია მასარიკისა და მინიოს უნივერსიტეტების მიერ, ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის. სტუდენტები სრულად დაფინანსდებიან ერაზმუს + პროექტის, EUCA-INVEST-ის მიერ. EUCA-INVEST-ის დაფინანსებით, ტრენინგებზე კავკასიის უნივერსიტეტის სულ ათი სტუდენტი გაემგზავრება.

 

პროექტის ფარგლებში, სტუდენტების შერჩევა 17 იანვრიდან დაიწყო, ჰაკათონი კონკურსის ერთ-ერთი ნაწილი იყო.