კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

5 ივნისი 2017

5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

 

სტუმრებს უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ  და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უმასპინძლეს. კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანმა ბორის (ბუბა) ლეჟავამ და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანმა ეკა აკობიამ ისაუბრეს კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ, მიმოიხილეს ქვეყნის ზოგადი მდგომარეობა; უპასუხეს მათ კითხვებს ქართული ბიზნესის, ეკონომიკის განვითარებისა და საგარეო ურთიერთობის შესახებ.