CU დასაქმების ფორუმი 2019

20 მაისი 2019

20 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში CU დასაქმების ფორუმი გაიმართა.

 

ფორუმი ჩატარდა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.

 

ღონისძიებაში მონაწილეობდა არაერთი წამყვანი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაცია.

 

#CUJOBFAIR2019 - ის სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მოწვეულ კომპანიებს, მიეღოთ ინფორმაცია და აღმოეჩინათ სასურველი ვაკანსია.

 

ღონისძიებას ჰყავდა 4 სპიკერი:

 

  • ალექსანდრე ჯეჯელავა (Flowmaster); 
  • მედეა ტაბატაძე (InSource); 
  • ანდრო დგებუაძე (A-LIVE); 
  • ლილი ბიბილაშვილი (HR პროფესიონალთა გილდია).

 

დასაქმების ფორუმის ბოლოს დაჯილდოვდნენ საუკეთესო დამსაქმებელი პარტნიორი კომპანიები. ასევე,  სტუდენტური პროექტების განსაკუთრებული ხელშეწყობისთვის დაჯილდოვდა 2 კომპანია.