საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებთან

29 ოქტომბერი 2020
29 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში, აბიტურიენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
 
შეხვედრაზე აბიტურიენტებმა მიიღეს ინფორმაცია კავკასიის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებისა და იმ სიახლეების შესახებ, რასაც CU აბიტურიენტებს სთავაზობს.
 
შეხვედრის ბოლოს აბიტურიენტებს სკოლების დეკანები გაესაუბრნენ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სხვადასხვა მიმართულების შესახებ და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
 
ღონისძიებაზე მოსულ აბიტურიენტებს შეხვედრის დასრულების შემდეგ კამპუს ტური ჩაუტარდათ.
 
მომდევნო საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის 3 და 5 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.
 
დასწრების მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ბმული.