ჰორიზონტ 2020-ის პროექტის შეხვედრა

18 სექტემბერი 2018
                                                                                                                                                                                                                                                  

 


18 სექტემბერს კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამა, ჰორიზონტ 2020-ის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „კერძო სექტორში ინოვაციური ფინანსირების მექანიზმების განვითარება მდგრადი ენერგო პროექტებისთვის ინვესტირების ხელშეწყობის მიზნით - E-FIX“ პარტნიორთა შეხვედრას.

 

პროექტის ძირითადი მიზანია, დაფინანსების ისეთი ინოვაციური მექანიზმის შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს და წაახალისებს ქვეყანაში ენერგოეფექტური ღონისძიებებისა და პროექტების განხორციელებას კერძო სექტორის მიერ. პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნება პარტნიორ ქვეყნებში არსებული დაფინანსების მექანიზმები და გაანალიზდება ენერგეტიკული კანონმდებლობა; პროექტის მონაწილე ორგანიზაციის წარმომადგნელები გადამზადდებიან ენერგო პროექტების მომზადებასა და ფინანსირების საკითხებში; შემუშავდება სასწავლო სახელმძღვანელო, რომელიც ხელს შეუწყობს ამ სექტორის წარმომადგენლების გადამზადებას და საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. ასევე, პრაქტიკაში განხორციელდება შემუშავებული დაფინანსების მექანიზმი, საპილოტე დაფინანსების კამპანიების მეშვეობით, პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნების, პოტენციალის და საჭიროებებიდან გამომდინარე.

 

პროექტი 2018 წლის 3 მარტს დაიწყო და 2020 წელს დასრულდება. პროექტში მონაწილეობს 6 ქვეყნის ენერგო და განათლების სექტორის 14 ორგანიზაცია.

 

პროექტის პარტნიორები არიან:

 

  • პროექტის კოორდინატორი - CONPLUSULTRA GMBH (CPU) - ავსტრია
  • CAUCASUS UNIVERSITY (CU) – საქართველო
  • ENERGY INVESTMENT CONSULTANTS (EIC) – საქართველო
  • GEORGIAN LEASING COMPANY (GLC) - საქართველო
  • WIRTSCHAFTSUNIVERSITAT WIEN (IIB/WU) – ავსტრია
  • CONDA AG (CONDA) – ავსტრია
  • MAZOWIECKA AGENCJA ENERGETYCZNA SPZOO (MAE) – პოლონეთი
  • IPOMEMA FINANCIAL ADVISORY - პოლონეთი
  • JIHOCESKA AGENTURA PRO PODPORU INOVACNIHO PODNIKANI O.P.S. (JAIP) – ჩეხეთი
  • EKOPORT ZS (EKO) - ჩეხეთი
  • RAZVOJNA AGENIJA ZAGREB-TPZ DRUSTVO S ORGANICENOM ODGOVORNOSCU ZA PROMICANJE REGIONALNOG RAZVOJA (DAZ) – ხორვატია
  • REGIONALNA ENERGETSKA AGENCIJA SJEVEROZAPADNE HRVATSKE (REGEA) – ხორვატია
  • CAUCASUS CONSULTING GROUP-AM (CCG-AM) - სომხეთი
  • ACBA LEASING CREDIT ORGANIZATION (ACBA L) – სომხეთი