შეხვედრა უცხოელ აბიტურიენტებთან

10 აპრილი 2018

10 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტმა უმასპინძლა საქართველოში სწავლით დაინტერესებულ 20-მდე აბიტურიენტს ისრაელიდან.

სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა მათ უნივერსიტეტის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა და ყველა ის ინგლისურენოვანი პროგრამა გააცნო, რომლებსაც უნივერსიტეტი  როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სტუდენტებს სთავაზობს.

 

შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი იოსებ ბერიკაშვილი, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის დეკანი შოთა ნიჟარაძე და კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის საბაკალავრო  და სამაგისტრო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი თინათინ გიორგაძე.