SIDA - ს ტრენინგ პროგრამის კურსდამთავრებულების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

5 ივნისი 2017

5 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ტრენინგ პროგრამის "Private Sector Development and Strategic Business" - ის  კურსდამთავრებულები.

 

სტუმრებმა მოინახულეს უნივერსიტეტში არსებული სტარტაპ აქსელერატორი "C10" და დაესწრნენ შეხვედრას, სადაც აქსელერატორის მენეჯერმა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა წარადგინეს პრეზენტაცია "C10" -  ის საქამიანობის  შესახებ, ისაუბრეს თუ როგორ უწყობს ხელს აქსელერატორი ქართული სტარტაპების განვითარებას და მიმოიხილეს საქართველოში არსებული სტარტაპ სექტორი.