იაპონიის ელჩის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

1 მაისი 2018

1-ლ მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს, იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ტადაჰარუ უეჰარა ეწვია.

 

იაპონიის ელჩს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ კამპუსი დაათვალიერებინა და მნიშვნელოვანი სიახლეები გააცნო.

 

ვიზიტის ფარგლებში, ტადაჰარუ უეჰარა შეხვდა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტსა და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს. შეხვედრაზე მათ უნივერსიტეტის, სამომავლო გეგმებისა და თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ ისაუბრეს.