მრგვალი მაგიდა - სილიკონ ველი კვანტური კომპიუტერი და კიბერუსაფრთხოება

15 ნოემბერი 2018

1-ლ ნოემბერს, კალიფორნიაში, პალო ალტოში, კავკასიის უნივერსიტეტის ახალი უესტმინსტერის კოლეჯის თანასპონსორობით ჩატარდა პროექტი: „მრგვალი მაგიდა - სილიკონ ველი კვანტური კომპიუტერი და კიბერუსაფრთხოება.“

 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო მისტერ სკიპ სანზერი, ახალი უესტმინსტერის კოლეჯის, კავკასიის უნივერსიტეტის გუნდის წევრი, რომელიც ამ დარგის წინსვლის ერთ-ერთი ხელშემწყობია.

 

ამ ღონისძიების წარმატებით ჩავლის შემდეგ, 2019 წელს გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე: „სამედიცინო ეთიკა,“ რომელსაც გერმანიის ლეიფციგის უნივერსიტეტთან ერთად კოორდინირებას გაუწევს ახალი უესტმინსტერის კოლეჯის/კავკასიის უნივერსიტეტის წევრი დოქტორი ინეზ გოჩკელი. 

 

„სილიკონ ველი კვანტური კომპიუტერი/კიბერუსაფრთხოება“ პანელის მოდერატორი იყო სკიპ სანზერი „ბორ ტექნოლოგიების“ პრეზიდენტ ვიტოლდ კოვალჩიკთან, „რიგეტი კომპიუტინგის“ ხელმძღვანელ რიან კარლთან, „ატომ კომპიუტინგის“ პრეზიდენტ ბენ ბლუმთან ერთად. ღონისძიებას ესწრებოდნენ 100-ზე მეტი საწარმოს ხელმძღვანელი პირი და სტარტაპების აღმასრულებელი მუშაკები. დამსწრე საზოგადოება შეთანხმდა კვანტური კიბერუსაფრთხოების დანერგვის საჭიროებაზე, რადგან კვანტური კომპიუტერიზაცია ძალას იკრებს და სულ უფრო მძლავრი იარაღი ხდება.

 

ღონისძიების პანელში მონაწილეობდნენ ინდუსტრიის წამყვანი ფიგურები; მათ იმსჯელეს კვანტური კომპიუტერის ონლაინ გამოყენებასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების რისკებზე.