ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

13 ივლისი 2018

13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის მოხალისეებს "ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატამ საქართველოში" - სერტიფიკატები გადასცა. 

სტუდენტები 7 ივლისს, ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პიკნიკის დაგეგმვის პროცესში მოხალისეობრივად იყვნენ ჩართულები, შემდეგ კი ღონისძიებას მოწვეული სტუმრების სტატუსით შეუერთდნენ. 

აღნიშნული ღონისძიება ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ყოველწიურად ხორციელდება და მასში მოხალისეობრივად  სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ. 13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტის მოხალისეებს "ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატამ საქართველოში" - სერტიფიკატები გადასცა.