ევროპულ-ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები

12 ივნისი 2019

12 ივნისს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა, რომლის მთავარ თემას ,,ევროპულ-ქართული სამხედრო, პოლიტიკური და სამოქალაქო ურთიერთობების ასპექტები'' წარმოადგენდა. კონფერენციაში კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი, კახა შენგელია მონაწილეობდა.

 

შეხვედრაზე განიხილეს საკითხები, რომლებიც შეეხებოდა იმ ძირითად გამოწვევებსა და პერსპექტივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზეა წამოჭრილი.

 

შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალური პროცესების შესახებ.