CU ტური წნორის ცოდნის კაფეში

14 აპრილი 2019

14 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის წნორის ცოდნის კაფეში ტური გაიმართა.

 

ტურის ფარგლებში მონაწილეები სიღნაღში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რის შემდეგაც წნორის ცოდნის კაფეში ლევან ბერძენიშვილის საჯარო ლექციას დაესწრნენ, სადაც სოციალურ საწარმო ცოდნის კაფეზე და ლიტერატურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სტუდენტებს და სტუმრებს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ სიტყვით მიმართა და კავკასიის უნივერსიტეტის ისტორია გაუზიარა.

 

წნორში ცოდნის კაფეს ახალი სივრცის მშენებლობა დაწყებულია, რომლის ერთ-ერთი მშენებელი კამპანიის „დადე შენი აგური“ ფარგლებში კავკასიის უნივერსიტეტია.