"ლურჯი ოკეანის" პრეზენტაცია

23 დეკემბერი 2016
13 დეკემბერს, გამომცემლობა "პალიტრა L" -მა კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ლექტორებისთვის გამართა ბიზნეს ლიტერატურის ახალი სერიის "ლურჯი ოკეანის" პრეზენტაცია.
 
პროექტი „ლურჯი ოკეანე“  არის პალიტრა L-ის ბიზნეს ლიტერატურის სერია, რომელიც ცნობილი ბიზნეს ბესტსელერების ქართულ ენაზე გამოცემას გულისხმობს და აერთიანებს ისეთი ავტორების ნამუშევრებს, როგორებიც არიან: ბრაიან თრეისი, დევიდ ალენი, გაი კავასაკი და სხვა. 
 
სპიკერის რანგში სტუმრად იმყოფებოდა  მარკეტინგის ანალიტიკოსი,  Startup Grind Tbilisi-ს დირექტორის მოადგილე და Google-ს სერთიფიცირებული პარტნიორი საბა შარია, რომელმაც წიგნი „ლურჯი ოკეანის სტრატეგია“, წარადგინა და დეტალურად გააცნო აუდიტორიას.