ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

17 მარტი 2017

17 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტსა და Azerbaijan State Oil and Industrial University-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობას, მათ შორის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებს, ერთობლივ პროექტებსა და ორმაგი ხარისხის პროგრამებს.

 

დოკუმენტს ხელი კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და Azerbaijan State Oil & Industrial University-ს რექტორმა მუსტაფა ბაბანლიმ მოაწერეს.