ეროვნული ბანკის წარმომადგენელი სტუმრად კავკასიის უნივერსიტეტში

14 მარტი 2017

14 მარტს,  კავკასიის უნივერსიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ეროვნული ბანკის ადამიანური რესურსების მართვის და განვითარების განყოფილების დირექტორი ნინო ბერუაშვილი.

 

აღნიშნულ შეხვედრაზე  ქალბატონმა ნინომ დეტალურად გააცნო სტუდენტებს  აქტუალური საკითხები, რაც  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის, თუ როგორ შეადგინონ რეზიუმე ისე, რომ შეძლონ დასაქმება სასურველ პოზიციაზე.

 

მოუყვა მათ ყველა იმ შესაძლო შეცდომის შესახებ, რაც აპლიკანტმა არ უნდა დაუშვას რეზიუმეს შედგენისას და ვრცლად ისაუბრა გასაუბრების ტექნიკების შესახებ. 

 

ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ასევე შეეხო ისეთ საკითხებს როგორიცაა: როგორ უნდა მოვძებნოთ სამსახური, გარდა ტრადიციული სამსახურისა კიდევ რა სახის ალტერნატიული საქმიანობები არსებობს  და როგორ შეიძლება სტუდენტმა გამოიყენოს ამ ტიპის საქმიანობები პროფესიული განვითარებისათვის.