JunkThon

26 დეკემბერი 2016

24-25 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, სტარტაპ აქსელერატორის C10-ის მიერ ორგანიზებული შეჯიბრი ჯანქთონი გაიმართა.

 

კონკურსანტებს დახვდათ მეორადი, გამოუსადეგარი და დაძველებული ელექტრო ტექნიკა, რომლისგანაც მათ 2 დღის განმავლობაში უნდა შეექმნათ რაიმე ახალი და საინტერესო.

 

შეზღუდულმა ელექტრო ნაწილებმა, მოწყობილობებმა და დრომ, საკმაოდ რთული ამოცანის წინაშე დააყენა მონაწილეები.

 

თუმცა მათ მალევე აუღეს ალღო ვითარებას, დააგენერირეს იდეები და ყველაზე საინტერესოს რეალიზებას შეუდგნენ. ასე შეიქმნა სელფის ჯოხი ძველი თმის უთოსგან, ფურცელზე სახატავი მოწყობილობა ძველი სკანერისგან და დაშლილი CD რომისგან... 

 

უნდა გითხრათ, რომ აღნიშნული კონკურსის ფორმატი არ იყო გადმოკოპირებული. ეს იყო სიახლე (გნებავთ "ინოვაცია"), რომლის ანალოგიც ჩვენ არ ვიცით, მაგრამ მონაწილეებს ის ძალიან მოეწონათ.

 

ვისაუბრეთ რა იქნება გამოსასწორებელი მომავლისთვის და გვსურს, რომ უფრო მასშტაბურ "ელექტრო სანაგვეზე" მოვიწვიოთ გამომგონებლები და ინჟინრები.

 

მადლობა ყველა მონაწილეს, კავკასიის უნივერსიტეტს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო / GITA-სა და Blender-ს, რომელიც აღნიშნული კონკურსის თანაორგანიზატორი იყო.