საჯარო ლექცია „შეარჩიე შენი თავი“

21 ნოემბერი 2018

21 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში თამარ ქლიბაძემ, კომპანია ევროპაბეთის HR დირექტორმა, საჯარო ლექცია გამართა, თემაზე: ,,შეარჩიე შენი თავი.“

 

ლექციაზე სპიკერმა ისაუბრა სტუდენტებისთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე:

 

  • როგორ მოვემზადოთ წარმატებული გასაუბრებისათვის პოტენციურ დამსაქმებელთან
  • როგორ უნდა გამოიყურებოდეს კანდიდატის რეზიუმე და რაზე ამახვილებენ ყურადღებას დამსაქმებლები
  • რა უნდა ვიცოდეთ დასაქმების ინტერვიუზე მისვლამდე და როგორ უნდა მოვიქცეთ ინტერვიუს პროცესში რათა მაქსიმალურად გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები.

 

შეხვედრისას მიმდინარეობდა სიმულაციური თამაშები დამსწრე საზოგადოებისთვის.