სამეფო კარის თამაშები და საერთაშორისო პოლიტიკა

8 ივნისი 2019

7 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, „დიპლომატთა ახალგაზრდა კლუბის“ ინიციატივით ჩატარდა ლექცია: სამეფო კარის თამაშები საერთაშორისო პოლიტიკის ჭრილში.

 

ზამთარი დასრულდა! მიუხედავად ამისა, ისეთ კულტურულ ფენომენს, როგორიც სატელევიზიო შოუ „სამეფო კარის თამაშებია” აქტუალობა არ დაუკარგავს.

 

საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტმა, ასოცირებულმა პროფესორმა ეკა აკობიამ პოპულარული სერიალი საერთაშორისო პოლიტიკის თეორიების ჭრილში განიხილა, რამაც სტუდენტების დიდი დაინტერესება გამოიწვია.

 

ფენტეზის ჟანრის ფილმების პოლიტიკური კონტექსტების გააზრება გლობალური ტრენდია და მას არაერთი სასწავლო კურსი, აკადემიური სტატია თუ კონფერენცია ეძღვნება. აღნიშნული ღონისძიება სწორედ ამ გლობალურ ტენდენციაზე გამოხმაურება იყო.