სასწავლო ცენტრის „სპექტრი“ ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

14 დეკემბერი 2019
14 დეკემბერს, კავკასიის უნივერსიტეტს დედოფლისწყაროს სასწავლო ცენტრ „სპექტრის“ ხელმძღვანელი ნუნუ ცაკაშვილი და ცენტრის აბიტურიენტები ეწვივნენ.
 
სტუმრები აბიტურიენტების საინფორმაციო შეხვედრას დაესწრნენ, კავკასიის უნივერსიტეტის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიიღეს და შეხვდნენ სკოლების დეკანებსა და წარმომადგენლებს.
 
შეხვედრის ბოლოს, სასწავლო ცენტრ „სპექტრის“ მოსწავლეებსა და წარმომაგდენლებს კამპუს ტური ჩაუტარდათ.