Silicon Valley-ის ინოვატორის საჯარო ლექცია

4 ნოემბერი 2016

4 ნოემბერს, პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შერონ კროსტის საჯარო ლექცია. ლექციის თემა იყო: 

  • გლობალური თანამშრომლობა - როგორ ვიმუშაოთ კულტურულად განსხვავებულ სოციუმში
  • სოციალური ქსელის გამოყენება რეპუტაციის ჩამოყალიბების, ცოდნის გაზიარებისა და შესაძლებლობების მოძიების მიზნით
  • მონაცემთა გააზრება და მისი ანალიზი

 

შერონ კროსტი არის Silicon Valley-ის ინოვატორი, რომელიც ეხმარება ბიზნეს კომპანიებს ბაზარზე შესვლის სტრატეგიების განვითარებაში. ამჟამად ის მუშაობს Hitachi-ის კომპანიაში Internet of Thing-ის მიმართულებით. შერონის კვლევის ძირითადი მიმართულება მოიცავს სოციალური ქსელისა და სოციალური ანალიზის გამოყენებას კომერციულ ურთიერთობებსა და შესაძლებლობებში.

შერონს აქვს 15 წელზე მეტი ხნის გამოცდილება ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის ხელმძღვანელობაში მაღალტექნოლოგიურ, ბიო და არაკომერციულ ორგანიზაციებში. დარგში შეტანილი წვლილისთვის, კერძოდ კი სოციალური მედიის მარკეტინგის განვითარებისთვის Information Technology Services Marketing Association-მა მას გადასცა ოქროს ჯილდო და ასევე 2012-13 წლებში აირჩიეს ამერიკის 25 ტოპ ციფრულ მარკეტერთა შორის.

შერონს მიღებული აქვს კოლორადოს უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი და ყოველწლიურად რამდენიმე კვირის განმავლობაში ასწავლის საერთაშორისო სტუდენტებს საფრანგეთში, როგორც გრენობლის ბიზნესის სკოლის ასოცირებული პროფესორი. დღესდღეობით იგი მოღვაწეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.