თანამშრომლობა ბერკლის, კალიფორნიის უნივერსიტეტთან

19 სექტემბერი 2019

19 სექტემბერს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ, ბერკლის, კალიფორნიის უნივერსიტეტის (University of California, Berkeley) საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების  და საზაფხულო სკოლის ვიცე დეკანს, დარინ მენლოვსა (Darin Menlove) და ასოცირებულ ვიცე კანცლერს რიკ რუსოს (Rick Russo) უმასპინძლა.

 

ვიზიტის მიზანი დაგეგმილი ურთიერთთანამშრომლობის დეტალების განხილვა იყო, რომლის ფარგლებშიც კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ UC Berkley-ს სასწავლო პროგრამებში შემდეგი მიმართულებით: ბიზნესი, სამართლი, არქიტექტურა, ეკონომიკა, საინფორმაციო ტექნოლოგიები, ისტორია, მედია, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს UC Berkeley 2020 წლის საზაფხულო პროგრამებზე რეგისტრაცია თებერვლიდან შეეძლებათ

 

ამერიკული უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა ვიცე-პრეზიდენტთან კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, ბორის(ბუბა) ლეჟავასთან, საერთაშორისო ურთიერთობების და პროექტების დეპარტამენტის დირექტორთან, ირენა მელუასთან, ბიზნესის სკოლის დეკანთან, ელენე ჯღარკავასთან და სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანთან, ეკა აკობიასთან.

 

შეხვედრაზე მხარეები აკადემიური პერსონალის გაცვლასა და ერთობლივი პროგრამების განვითარებაზე შეთანხმდნენ.

 

კალიფორნიის უნივერსიტეტის ცხრა კამპუსიდან UC Berkeley უძველესია და ერთ-ერთი საუკეთესოა არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში, არამედ მსოფლიოში.