თბილისის მერიის ახალი პროექტი

16 ნოემბერი 2016

16 ნოემბერს პროფესორ მზია მიქელაძის სახელობის საკონფერენციო დარბაზში კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები ქალაქ თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების დეპარტამენტის  საინვესტიციო სამსახურის უფროსს შეხვდნენ.

თბილისის მერია კავკასიის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა და ასევე კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტების მონაწილეობით ახორციელებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია  სტიმულირების საჭიროების მქონე ეკონომიკური სექტორების იდენტიფიცირების წინასწარი კვლევა.

შეხვედრის ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა სტუდენტებს ახალი პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და მათ კითხვებს უპასუხეს.