მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე მარნეულში

12 აგვისტო 2020

12 აგვისტოს, მარნეულის მუნიციპალიტეტში, მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელშიც კავკასიის უნივერსიტეტი მონაწილეობდა.

 

პროექტის ფარგლებში, საქართველოში აკრედიტებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა სასწავლო პროგრამების პრეზენტაცია ჩაატარეს და აბუტირიენტებს გამოცდების წარმატებით დასრულება მიულოცეს.

 

ღონისძიების მიზანს ახალგაზრდებისთვის უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.