კიევო-მოჰილას აკადემიის 100 კურსდამთავრებულის ვიზიტი

30 სექტემბერი 2011

შეხვედრაზე, სადაც იმყოფებოდნენ ეკონომიკის მინისტრის მოადგილეს ირაკლი მატკავა და გიორგი ციკოლია (Invest in Georgia), განიხილეს ეკონომიკურ-პოლიტიკური მდგომარეობა საქართველოში, ისაუბრეს ბიზნეს გარემოზე, მიმდინარე რეფორმებზე, ახალ გამოწვევებზე, მიმოიხილეს და შეადარეს ბიზნესის განვითარების ბოლო რამდენიმე წლის მდგომარეობა საქართველოში. კიევო-მოჰილას აკადემიის ბიზნესის სკოლის დეკანმა ალექსანდრე სავრუკიმ ისაუბრა თემაზე: "Breakthrough in Georgia: previous success and challenges in the future"
შეხვედრის შემდეგ კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია, ბიზნესის სკოლის დეკანი ბორის ლეჟავა, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი აკაკი ხელაძე, კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი მზია მიქელაძე და კიევო-მოჰილას აკადემიის კურსდამთავრებულები საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ.