კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის წარმატება

11 იანვარი

კონფერენციაში  "Contemporary Issues Of Human Resources Management" მონაწილეობა კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა გივი ჩიქოვანმა მიიღო. გივი ჩიქოვანი კონფერენციაზე თავად სომხურმა მხარემ მოიწვია.
კავკასიის უნივერსიტეტის დაფინანსებითა და ხელშეწყობით კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა მონაწილეობა, როგორც სპიკერმა მიიღო.

კონფერენცია, რომელიც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და პრობლემებს ეხებოდა "Armenia HR Club"-ის ორგანიზებით ჩატარდა.

კონფერენციის ნაწილი დაეთმო "Young specialist promotion"-ის პროგრამას. გივი ჩიქოვანის პრეზენტაციამ, ნაშრომმა და ონლაინ კითხვარმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. წარმატებული გამოსვლისა და კითხვებზე გაცემული კვალიფიციური პასუხების შემდეგ, კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტმა რამდენიმე შეთავაზება სომხური კომპანიებისაგანაც მიიღო. კონფერენციაზე აღნიშნეს, რომ გივი ჩიქოვანი კონფერენციის განსაკუთრებული მონაწილეა.

კონფერენციის ფორმატში სტუდენტური შეჯიბრების გარდა ვორკშოფები და ტრენინგებიც ჩატარდა. კონფერენციის დასრულების შემდეგ დიპლომი და სერტიფიკატები ქართველ სტუდენტსაც გადაეცა.

კავკასიის ბიზნესის სკოლის სტუდენტმა განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა HR ასოციაციის პრეზიდენტზე - არპი კარაპეტიანზე, რომელმაც გივი ჩიქოვანს განსაკუთრებული დიპლომის გადაცემა, სპეციალური პრიზთან ერთად უკვე თბილისში, ამანათის სახით აღუთქვა.