თამაშის ”რა? სად? როდის?” ფინალი

11 იანვარი
თამაში ორგანიზებულ იქნა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის "ბიზნესის ჯგუფის" მიერ.

ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობას იღებდა 16 გუნდი. გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. პირველი ადგილი ერგო გუნდ "სმაჩვ"-ს; მეორე ადგილი - „Tabula Rasa"-ს, ხოლო მესამე "ფუსკერ"-ს. ასევე გამარჯვებული გუნდების მოთამაშეებს შორის გამოვლინდა საუკეთესო მოაზროვნე, ბექა გოგიჩაიშვილი (გუნდი "სმაჩვი"), რომელიც თამაშის სპონსორის "AIESEC Georgia"- ს დაფინანსებითა და ხელშეწყობით გაემგზავრება თურქეთში, საერთაშორისო კონფერენციაზე. პირველ ადგილას გასულ გუნდს გადაეცა მაღაზია "პარნასის" მიერ დაწესებული წიგნები. გამარჯვებულ სამივე გუნდს გადაეცა კომპანია "თელიანი ველი"-ს მიერ დაწესებული პრიზები, ასევე კავკასიის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული წიგნები და კომპაქტ დისკები.

"ბიზნესის ჯგუფი" მადლობას უხდის მონაწილე გუნდებს და ულოცავს გამარჯვებულებს, ასევე მადლობას უხდის თამაშის სპონსორებს დაწესებული პრიზებისათვის.