ორმაგი ხარისხის დიპლომების გადაცემა

11 იანვარი
აღსანიშნავია, რომ წელს წარჩინებით სწავლა, ყველა კამპუსს შორის, დაასრულა ორმა კურსდამთავრებულმა, რომელთაგან ერთ-ერთი ქართველი ლევან შათირიშვილია.

დიპლომების გადაცემის ცერემონია გაიმართა საფრანგეთში, ქალაქ გრენობლში, რომელსაც დაესწრნენ ქართველი კურსდამთავრებულები (VI მიღება) და კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანი ბორის (ბუბა) ლეჟავა.

შეგახსენებთ, რომ კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა (CSB) წარმოადგენს სამი საერთაშორისო აკრედიტაციის (AACSB, EQUIS, AMBA) მქონე უნივერსიტეტის- გრენობლის მენეჯმენტის სკოლის (Grenoble Ecole de Management) ფილიალს- ე.წ. კამპუსს.

ამ პარტნიორული ურთიოერთობის საფუძველზე კავკასიის ბიზნესის სკოლა სთავაზობს ქართულ საზოგადოებას ორმაგი ხარისხის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამას (Dual GGSB-CSB MBA Program), რომლის წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი გრენობლის ბიზნესის სკოლის მიერ და საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირების ხარისხი მმართველთათვის კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ.

{phocagallery view=category|categoryid=773|limitstart=0|limitcount=0}