ლექციათა ციკლი CSH სტუდენტებისთვის

2 მარტი 2019

13 მარტს, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ინიციატივით, გაიმართა ევროპისმცოდნეობის ბაკალავრის და საერთაშორისო ურთიერთობის მაგისტრის თათია მოსიძის ლექცია თემაზე „საქართველოს კონტრტერორისტული პოლიტიკა და ევროინტეგრაციის გავლენა მის ფორმირებაზე".

 

ლექცია დიალოგის რეჟიმში წარიმართა, რომლის დროსაც სტუდენტებს მიეცათ საშუალება დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები ლექციის თემატიკასთან და ზოგადად ტერორიზმთან დაკავშირებით.

 

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა გეგმავს ლექციათა ციკლის ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც სკოლის კურსდამთავრებულებს მიეცემათ საშუალება პერიოდულად ჩაატარონ ლექციები აქტუალურ თემებთან დაკავშირებით. პირველ ეტაპზე ლექციათა ციკლს წარუძღვებიან ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულები.